ამერიკელმა ქალმა დაკარგა ლატარიის ბილეთი, რომლითაც ნახევარ მილიონზე მეტი მოიგო

ლატარია

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალმა ლატარიაში $532,234 მოიგო, თუმცა, მოგებული რიცხვების გაგების შემდეგ, აღმოაჩინა, რომ ბილეთი დაკარგული ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

32 წლის მაია გრეჰემი ამბობს, რომ საცხოვრებელს იცვლიდა და ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა, როდესაც, ბარგის გადატანის დროს, ბილეთის ადგილმდებარეობა დაავიწყდა და მას ვეღარ პოულობდა.

ისტორია დრამატულად არ დასრულებულა - ბევრი ძიების შემდეგ, 2 შვილის დედამ ბილეთი სკოლის ძველი რვეულის ფურცლებში იპოვა.

საბედნიეროდ, ბილეთის წარდგენის ვადა ჯერ დასრულებული არ ყოფილა.