1746303287
VIDEO: არის კონფლიქტური სიტუაციები, საშინელი დახუთულობა... გთხოვთ, ნახოთ ვიდეო - ჟურნალისტი სადგურის მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

„ყოველდღე უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია. დღეს საერთოდ ბაქნიდან ვეღარ გავდივართ. კიბეებამდე და გვირაბამდე კიდევ შორია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ანა მარშანია წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
„სტუდენტები უნივერსიტეტებში რეკავენ, თანამშრომლები – სამსახურებში, აგვიანდებათ. არის კონფლიქტური სიტუაციები, კამათი, საშინელი დახუთულობა და სტრესი… გთხოვთ, ნახოთ ვიდეო. ასეთი სადგურის მოედანი არასდროს მინახავს“, – წერს ჟურნალისტი ანა მარშანია.
„დედა მომიკვდეს, მეშინია. აქ რამე რომ მოხდეს, ვერ გადავრჩებით”.