"აღარ მყავს ჩემი მამიკო..." - მარიამ მემე ჟორდანია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

meme

მომღერალი მარიამ მემე ჟორდანია სოციალურ ქსელში ამ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "აღარ მყავს ჩემი მამიკო". 

ახალგაზრდა მუსიკოსის მამა ავადმყოფობდა. მარიამი, დროდადრო, ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერდა. 

მემე და მისი დაიკო დედას ოცნების ასრულებაში დაეხმარნენ. სოციალურ ქსელში, წამოიწყეს კამპანია, შეაგროვეს ფული და დედას ნანატრი საკონდიტრო გაუხსნეს.

მარიამ მემეს ვიცნობთ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან, მათ შორის, "საქართველოს ვარსკვლავი" და "დიდი სცენა". მან უკრაინულ "ვოისშიც" ფურორი მოახდინა. 

"საქართველოდან ხარ? ღმერთო, როგორი მზიანი, ხალისიანი ადამიანები ხართ ქართველები! არარეალური ხმა გაქვთ, მოვბრუნდით და დაგინახეთ - როგორი ქარიზმატული, მხიარული, ენერგიული ხართ. ნამდვილი ემოციების შადრევანი! თქვენს ხმაში არის ძალა ქართველი ხალხისა! არაჩვეულებრივი ვოკალისტი ხარ," - ასე მიმართეს მენტორებმა მარიამს სამი წლის წინ, უკრაინულ შოუში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული „კუპატა“ მოკვდ

„მთხოვა, ქართული მასწავლე, სცენიდან რომ მაყურებელს მივესალმოო..." - ცნობილი პიანისტი მაქსიმ მრვიცა თბილისში ჩამოდის

ვაშლის ძმარი - პროდუქტი, რომელიც წონაში გვაკლებინებს, გვამშვიდებს და გვაჯანსაღებს...