„9 წლის წინ შევხვდი ქალს და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მას ველოდებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე…“ - სანდრო მიკუჩაძე

მი

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად ყოფნის მეცხრე წელს აღნიშნავენ.

სანდრომ მეუღლეს ემოციური სიტყვები მიუძღვნა: 

,,9 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, შევხვდი ადამიანს (ქალს) ,რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი ისედაც ამოტრიალებული ცხოვრება. ამ გოგოს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ამღვრეულ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა და თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა და მაქვს, რომ ამას ველოდებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც არის. 2 ყველაზე დიდი სიყვარული (მარიანა და ანიკა) მაჩუქა და ამიტომ ყველაზე დიდი მადლობა შენ, ჩემო, მართლა, ცხოვრება, მიყვარხარ და ვიცი, სინამდვილეში რა გამოძრავებს და ვიცი, რა ძლიერიც ხარ და ისიც ვიცი, რაც დაწყებული გაქვს, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ ერთად. მიყვარხარ 9 - ჯერ და კიდე 100 - ჯერ თავიდან შემიყვარდები, ჩემი სინათლე ხარ. მე სანთელი ვიქნები და შენივე სხივით გაგინათებ მთელი ცხოვრება გზას. მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო My Queen - My One and Only - 9 წელი", - წერს სანდრო. 

ასევე ნახეთ:

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ღაზის სექტორში, მართლმადიდებლური ტაძარი დაბომბეს - არის მსხვერპლი

VIDEO: როგორ მალავენ აფთიაქებში აკრძალულ მედიკამენტებს - რეგულირების სააგენტო კადრებს ავრცელებს