VIDEO: საქართველოს ნაკრები ბათუმშია

ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმშია. 

ვიდეოს Crystalsport ავრცელებს.

მანამდე ფეხბურთელებმა „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს და წლის პირველი მატჩებისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულეს. 

ბათუმში „ჯვაროსნები“ ორ მატჩს ჩაატარებენ –  25 მარტს, 18:00 საათზე მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას შეხვდებიან.