1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მექსიკის შტატ ვერაკრუზში მმართველი პარტია „მორენას“ მერობის კანდიდატი, ესენია ლარა გუტიერესი მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ლარა გუტიერესი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. ღონისძიება „ფეისბუქით“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როცა ოცამდე გასროლის ხმა გაისმა. სროლის შედეგად მერობის კანდიდატი და კიდევ სამი ადამიანი მოკლეს.
მომხდარს გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი. მისი განცხადებით, თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ის შტატის ხელისუფლებას ფედერალურ დონეზე დახმარებას სთავაზობს.
მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.