რატომ უკეთია ოსიმენს ნიღაბი? - უცნობი ისტორია ფეხბურთელზე და დღე, რომელმაც მისი ცხოვრება ლამის შეცვალა

ოსიმენი

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ „ნაპოლის“ ფეხბურთელებიდან ვიქტორ ოსიმენი ერთადერთია, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა გამოარჩია და შეიყვარა. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ „კვარა-ოსის“ ტანდემი საოცარ შედეგს ქმნის და ამით სრულიად ერი ხარობს.

როგორც გავრცელებული კადრებით ირკვევა, ბიჭებს ახლო ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

ბევრმა უკვე იცის და ბევრიც ახლა შეიტყობს, თუ რატომ ატარებს სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ოსიმენი სახის დამცავს.

2021 წლის 22 ნოემბერს, როდესაც „ნაპოლი“ „ინტერს“ უპირისპირდებოდა, ნიგერიელი შკრინიარს სახით შეასკდა. ტრავმამ იძულებული გახადა, რომ 3 თვით საყვარელ საქმეს ჩამოშორებოდა და თვალის ოპერაცია გაეკეთებინა.  

ვიქტორ ოსიმენი მოედანს 2022 წლის 17 იანვარს დაუბრუნდა და სწორედ ამის შემდეგ სახის დამცავ ნიღაბს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელდა და მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღარ დგას, ნიღაბი განცდას მატებს, რომ ამით ის ბევრად დაცულია.

ტრავმის მიუხედავად, ოსიმენმა 2021-22 წლებში ნაპოლის შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.