„არასოდეს თქვა არასოდეს” - „ნაპოლის“ მფლობელის აღიარება კვარას და ოსიმენის მომავალზე

კვარა და ოსიმენი

„ნაპოლის” 73 წლის მფლობელმა – აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა.

„კვარა და ოსიმენი? არ იქნება რთული ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება, ჩვენ კარგად ვართ მათთან და თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთ ბიჭებთან, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამონათქვამი “არასოდეს თქვა არასოდეს” – გიჟური წინადადებების შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთან დიდხანს დარჩებიან“.