1791835474
„ხშირად მესმის - გავცივდი, ფეხები დამისველდა ან ცივ ზედაპირზე დავჯექი“ - ექიმი გინეკოლოგი მიმართვას ავრცელებს
ექიმი გინეკოლოგი, მაია პარკაია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ცისტიტის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე საუბრობს.
ექიმი ამბობს, რომ ცისტიტი სიცივისგან არ ჩნდება, ეს არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით გინეკოლოგი იმ სიმპტომებს ასახელებს, რომელთა გამოვლენისთანავე მისი
თქმით, აუცილებელია მივმართოთ ექიმს:
„ხშირად მესმის, გავცივდი, ფეხები დამისველდა, ან ცივ ზედაპირზე დავჯექი და დამეწყო ცისტიტი.
ცისტიტი სიცივისგან არ ჩნდება, ეს არის შარდის ბუშტის ანთება, გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით. 80% შემთხვევაში იწვევს ნაწლავის ჩხირი, რომელიც ბინადრობს კუჭ-ნაწლავის სისტემაში და სხვადასხვა მიზეზების გამო გადადის შარდის ბუშტში. რაც შეეხება მიზეზებს, ამის მიზეზია არასწორი ჰიგიენა, დაბანა უკნიდან წინ, მჭიდრო და სინთეტიკის შემცველი საცვლების გამოყენება, გინეკოლოგიური ინფექციები, ყაბზობა, სქესობრივი აქტის შემდეგ სამედიცინო ენაზე ამას პოსტკოიტალური ცისტიტს ვეძახით. ხშირად ავადდებიან ქალები, ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე ქალებს აქვთ მოკლე შარდსადენი მილი, რაც აადვილებს ბაქტერიების გადასვლას საშარდე სისტემაში. ძირითადი
სიმპტომებია: წვა და ტკივილი შარდვის დროს, ხშირი შარდვა, ქაჩვითი შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.
რა არ უნდა გააკეთოთ? – ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით 1-2 დღით, ეს იწვევს ბაქტერიების მდგრადობას, ეგრეთ წოდებულ რეზისტენტობას წამლების მიმართ და მწვავე ფორმის
გადასვლას ქრონიკულ, მორეციდივე ფორმაში.
რა უნდა გააკეთოთ? – მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი და მიიღეთ მეტი სითხე იმისათვის, რომ შარდთან ერთად გამოირეცხოს ბაქტერიები. თავს გაუფრთხილდით და დროულად
მიმართეთ ექიმს, გისურვებთ ჯანმრთელობას…“, – ამბობს ექიმი.












