„მჯერა, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება რამდენიმე წელიწადში შეუძლია“ - ოსიმენი

კვარა ოსიმენი

„ნაპოლის“ ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა ცოტა ხნის წინ უცხოური პრესის სპორტის ჯილდო მიიღო, რომლის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

„კლუბში დიდი ლიდერები არიან. მათ შორის არის კვარაცხელიაც, რომელიც განსაკუთრებული ბიჭია. ასე სეზონის დასაწყისამდეც ვფიქრობდი. ის გასახდელში ყველას უყვარს არამხოლოდ იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ იმის გამოც, როგორც მოედნის მიღმა იქცევა. ვფიქრობ, მას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია. იმედი მაქვს, ის დიდებას „ნაპოლისაც“ მოუტანს. ჩვენს შორის დიდი ურთიერთგაგებაა. ლუჩანო სპალეტიც განსაკუთრებული პიროვნებაა და დიდ საქმეს აკეთებს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ვატარებთ ასეთ განსაკუთრებულ სეზონს. ასე უნდა გავაგრძელოთ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიან მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე კი 26 მატჩში 21 გოლი და 4 საგოლე პასია.