სერგეი ლავროვი სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - მედია
1747237380
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-64 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აგადადაშ სამედოვი იპონით დაამარცხა.
ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია - ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) იზეიმეს.
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.