1747257015
რა უნდა იცოდეთ თუ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანას გეგმავთ

რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისას - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისთვის საჭიროა: განაცხადი, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
ცხოველის შემოწმებისთვის აუცილებელია მისი ადგილზე მოყვანა!
ცხოველის პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• ცხოველის მეპატრონის სახელი, გვარი
• ცხოველის სახელი
• ჩატარებული ვაქცინაცია და სხვა მანიპულაციები.
ევროკავშირის ქვეყნებში გასაყვანად ასევე საჭიროა:
• ვაქცინაცია ცოფზე
• ვაქცინაციის თარიღიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტი (გაყვანის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე)
აშშ-ში გასაყვანად საჭიროა: მიკროჩიპის ნომერი, ვაქცინაცია ცოფზე.
ვაქცინაციის თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტის პასუხი , რომელზეც ცნობა გაიცემა 45 დღის გასვლის შემდეგ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობა, თანამეგობრობის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა:
• სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ (21 დღიანი კარანტინი)
სერტიფიკატი გაიცემა 3 თვის ასაკიდან მხოლოდ ცოფზე ვაქცინირებულ ცხოველებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს:
https://nfa.gov.ge/Ge/ServiceAndServices