ლაზარე კუპატაძემ ბათუმის დინამო დატოვა

paata kupatadze

ბათუმის "დინამოს" მეკარე ლაზარე კუპატაძემ კლუბი ორმხრივი შეთანხმებით დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას "კრისტალსპორტი" ავრცელებს.

26 წლის კუპატაძე ბათუმელთა რიგებში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა, მანამდე კი "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ბრატისლავის "სლოვანთან" განმეორებით დაპირისპირებამდე სწორედ ვლადიმირ ვაისის გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ამის შესახებ საუბარი აღარ გაგრძელებულა. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრის ბოლოს ბათუმელთა კიპერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

კლუბში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 28 ივლისს, როცა ბათუმის "დინამო" პოლონურ "ლეხს" საპასუხო მატჩში უმასპინძლებს, გუნდის კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს.