ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზებს

ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) მიმდინარე თვის ბოლოს ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზებს.

ბექაური ბოლოს ტატამზე ნოემბერში, აბუ დაბიში ვიხილეთ, სადაც გრანდ სლემის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

უზბეკეთში დაგეგმილ ტურნირზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიაშვილთან ერთად, ლუკა ჯავახიშვილიც უნდა გამოსულიყო, თუმცა გრანდ სლემის განახლებულ განაცხადში ლაშა ბექაური ფიგურირებს.

ტაშკენტის გრანდ სლემი 27 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით 14 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია (ორივე – 60 კგ)
ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ)
მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 73 კგ)
დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი (ორივე – 81 კგ)
გიორგი ჯაბნიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ)
ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 100 კგ)
გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა (ორივე +100 კგ).

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებს არ უჭიდავიათ.