ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „რეალის" სამიზნეა - უცხოური მედია

kvara

პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ახალგაზრდა ქართველმა მოახერხა და 6 თამაშში ისტორია დაწერა. ფეხბურთის სამყაროში ახალი ეპოქის შექმნას დასაბამი დაუდო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს თვის (აგვისტო) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ადგილობრივ მედიაში უკვე ბევრჯერ დაიწერა. მას მეტსახელად „კვარადონაც“ კი შეარქვეს.

უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ ხვიჩას წარმატებაზე. ერთ-ერთი გამოცემა ამბობს, რომ კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ სამიზნეა.

როგორც გამოცემა წერს, მადრიდის „რეალი" ყურადღებით ადევნებს თვალს კვარაცხელიას პროგრესს, რათა ისარგებლოს ბაზარზე არსებული მომენტით მის შესაძენად.

„ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა დაიკავოს მარკო ასენსიოს ადგილი. ესპანელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და უცნობია გააგრძელებს თუ არა კლუბი მასთან თანამშრომლობას",- წერენ მედიაში.