ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული პირველი მედალი მხოლოდ დასაწყისია. მაკა გიორგობიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც მოლოდინებს ამართლებს.
„მოლოდინი, რაც ალბათ მთელს საქართველოს ჰქონდა, გავამართლეთ. ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის - ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის სახეობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვაქვს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.