დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - როდის დატოვებს ციხეს დიზაინერი

დათუნა სულიკაშვილი

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა.

პროკურორის განმარტებით, შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.

დათუნა სულიკაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივნისს დატოვებს.