ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
ბრაკონიერობის ფაქტი სამცხე-ჯავახეთში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა.
სოფელ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეებმა, ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 61 კგ. თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, შესაბამისად, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.