სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

 მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის დედაქალაქში დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში გამართული შეხვედრები მედიასთან შეაჯამა. მისი განმარტებით, დაიგეგმა ორმხრივი მაღალი რანგის შეხვედრები, სლოვაკეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის.

„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში და საქართველოშიც ველოდებით მაღალი დონის ვიზიტს სლოვაკეთის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგ მხარეებმა ერთობლივ ბრიფინგზე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.