მედია: აშშ-ში ტრანსგენდერმა მამაკაცმა ჰოკეის მატჩზე ცეცხლი გახსნა - ორი ადამიანი დაიღუპა

ფოტო: x.com

 56 წლის ტრანსგენდერმა მამაკაცმა როდ-აილენდის შტატის ქალაქ პოტაკეტში ჰოკეის სასკოლო მატჩზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცს რობერტ დორგანი ერქვა, თუმცა ის ფსევდონიმს რობერტა ესპოსიტოს იყენებდა. ჰოკეის მატჩის დროს ის ტრიბუნების სიღრმეში იჯდა. მოგვიანებით ცენტრისკენ გადაინაცვლა და ერთი ოჯახის წევრებს ცეცხლი გაუხსნა.

სროლის შედეგად ერთი მოსწავლე და დედამისი დაიღუპნენ. კიდევ სამი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელმა ადგილზე თავი მოიკლა.

თავდამსხმელის ქალიშვილმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მამამისს „ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან“ დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის „ძალიან ავად იყო“.