1771274494
„არ ვიწყებთ არაფერს ახალს და მნიშვნელოვანს...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს მზის დაბნელება ცვლილებებს
ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზის დაბნელების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.
„მზის რკალისებრი დაბნელება მერწყულის ბოლო გრადუსზე.
არაფერი საშიში და საგანგაშო.
რა თქმა უნდა, ვიცავთ იმ წესებს, რომელიც ნებისმიერ დაბნელების დერეფანს ეხება - არ ვიწყებთ არაფერს ახალს და მნიშვნელოვანს, არც ახალ სამსახურს, (რაც არ უნდა გადასარევად გვეჩვენებოდეს), არც ქორწინებას ვაფორმებთ, არც ხელშეკრულებებს, არც ქირურგიულ ჩარევას ვახორციელებთ და არც უძრავ ქონებას ვკიდებთ ხელს.
რას ვაკეთებთ? ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში და მომავალ ცვლილებებს ვგეგმავთ.
ცვლილებები კი აუცილებლად იქნება. ზოგი ძალიან მოულოდნელიც კი, რადგან დაბნელების გრადუსს მოულოდნელობის და ცვლილებების პლანეტა ურანთან აქვს დაძაბული ასპექტი.
ვის შეეხება?
მერწყულებს, ლომებს, მორიელებს და კუროებს - ცხოვრებას გაგვირთულებს.
კარგი იქნება სასწორის და ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისათვის.
დანარჩენებისთვის - ნეიტრალური.
ზოგადად რა ხდება მსოფლიოში?
ძვრები. ასევე ცუდ ამბებსაც მოვისმენთ, მაგრამ ნათქვამია - ვისთვის ცუდი და ვისთვის კარგიო. ჰოდა, დაინახავთ, ვის მიაკითხავს ცელიანი კაცი.
მზის დაბნელება ხილული იქნება სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ატლანტის ოკეანეში. საქართველოში რუსეთში არ იქნება ხილული. ანუ, ამ ბოლო ქვეყნებზე ნაკლებად იმოქმედებს.
კარგი ამბები ცოტაა, სამაგიეროდ საფუძვლიანად კარგისკენ რომ მიდის მას მერე ყველაფერი, ისეთი.
მოკლედ, სულ ეს იყო“, - წერს ხათუნა ნოელი.












