გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

“გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი წლის მმართველობასთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ“- ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში"  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ რთული გზა გაიარა, მაგრამ დღეს დგას ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საზოგადოების დაკვეთით იღებს და არა გარე ძალების მითითებით.

„გავიარეთ ეს გზა, გავიარეთ ის მძიმე მემკვიდრეობა, გამოიწრთო გუნდი და რეალურად დღეს ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც ღირსეულად, საზოგადოების დაკვეთით მიიღება გადაწყვეტილებები და არავის ვეკითხებით ამ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყველაზე მთავარი და კარგად გვახსოვდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და როცა აქ კითხვები ჩნდება, რომ „ეს როგორ დაუშვით“, გაგახსენებთ კოჰაბიტაციას, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად არავის გვინდოდა და შევხედოთ, სად ვართ დღეს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას და რეალურად ღირსეულად თვალებში უყურებს და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ბრიუსელს“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.