დღეს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება

ნაკრები

დღეს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის C4 ჯგუფის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს გიბრალტართან შეხვედრაში გიორგი ლორია დაიცავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ვილი სანიოლმა „ვიქტორია სთედიუმზე“ გიბრალტართან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის თუ არა გიორგი მამარდაშვილი ნაკრების პირველი მეკარე?“, – სანიოლმა გადაწყვეტილება ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს გაამხილა.

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვის ერქმევა პირველი მეკარე, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ ითამაშებს მომდევნო დღეს. მნიშვნელოვანი არ არის იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება ორი ან ექვსი თვის შემდეგ. ეს ძალიან დიდი დროა ფეხბურთისთვის. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ხვალ კარში გიორგი ლორია ჩადგება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.