VIDEO: „ხვიჩა ჩამეხუტა და მითხრა - რა საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო“ - ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზვიადაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ მედიასთან ისაუბრა.

„ჩემთვის გუნდის წარმატებაა მნიშვნელოვანი. თუ გუნდი წარმატებულია, მეც წარმატებული ვარ. როდესაც ასეთი შემთხვევები მექნება, ყოველთვის პასს გავაკეთებ. გოლის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, ჩამეხუტა მადლობა გადამიხადა და მითხრა „რა საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ცნობისთვის, როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, მისი გოლი თანაგუნდელის, ბუდუ ზივზივაძის დამსახურებაა, რომელსაც თავადაც შეეძლო გადამწყვეტ მომენტში კარში დარტყმა, მაგრამ კვარაცხელიას გადააწოდა.