ეს იყო ახალი მოგზაურობის დასაწყისი. მოწვევა თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა, ახლა კი... - ლიზა იასკო
1779566125
2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 31 ლარით გაიზარდა და 247.3 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით არის გაზრდილი.
ამასთან, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 219.1 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელს.