რკინიგზა

საზოგადოება 1779267239

2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 13.5 პროცენტით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი — ტრანზიტზე.საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.0 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.0 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო, ჯამურად 38.7 პროცენტი.2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას — სომხეთი, 8.6 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო, ჯამურად 72.7 პროცენტი.2026 წლის პირველ კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 7.6 პროცენტი — ჩინეთი, 7.5 პროცენტი — თურქეთი, 4.4 პროცენტი — ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი — უკრაინა, 1.4 პროცენტი — იტალია, 1.0 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33.4 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 23.9 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.3 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. 2026 წლის პირველ კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 63.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 17.8 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 13.7 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (3.6 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (12.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი).საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 76.2 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.6 პროცენტი), კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (31.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.0 პროცენტი).ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 301.8 ათასი მგზავრი, რაც 13.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 68.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.2026 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.7 პროცენტს შეადგენს და 13.8 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 26.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26.9 პროცენტი (2026 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

საქსტატი

პოლიტიკა 1779267105

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 19.7 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4011 გემი, რომელთა 51.6 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 19.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23.0 პროცენტით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7 პროცენტით ნაკლები — სპეციალიზებული, 8.4 პროცენტით ნაკლები — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 5.0 პროცენტით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13.7 პროცენტი — თურქეთის, 10.0 პროცენტი — ლიბერიის, 7.5 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 50.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 53.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3 პროცენტს შეადგენდა.2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 316.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 49.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

თბილისის აეროპორტი

ფინანსები 1779267058

საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებიდან გაემგზავრა 5.3 პროცენტით მეტი, 0.8 მილიონი მგზავრი, ხოლო აეროპორტებმა მიიღო 3.3 პროცენტით მეტი, 0.8 მილიონი მგზავრი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9 პროცენტი — გაგზავნილი.2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატი

ფინანსები 1779177374

იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 439.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 63.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73.5 პროცენტით გაიზარდა და 1 551.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 247.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 182.7 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 177.0 მლნ. აშშ დოლარით.საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 313.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 225.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 94.6 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატი

პოლიტიკა 1779175061

საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 439.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 692.9 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა. ხოლო საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარაპრილში 3 253.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 095.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 965.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 933.3 მლნ. აშშ დოლარით.

რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა

ფინანსები 1779173737

საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცისა და კვერცხის კი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.0 პროცენტით შემცირდა და 801.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 376.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.1 პროცენტით ჩამორჩება.ღორის რაოდენობა 152.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 0.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 107.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია.

თეგეტა

საზოგადოება 1779114510

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად

„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგოსაგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, „თეგეტა“ ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას.  თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება.წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: „გადავასწრებ“, „გავძვრები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილიც არის - მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“. კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელიც ბევრ მძღოლსა თუ ქვეითს აქვს - რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“.კამპანია მრავალმხრივ აქტივობებს აერთიანებს - გზებზე განთავსებული ვიზუალური მესიჯებიდან და სპეციალურად შექმნილი ბილბორდებიდან დაწყებული, სოციალური მედიის კომუნიკაციებით, ვიდეორგოლებითა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის შექმნილი გზავნილებით დასრულებული. მთავარი მიზანი კი ერთია - ადამიანებს შეახსენოს, რომ საჭესთან თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.გიორგი კვიტატიანი, კრეატიული სააგენტო Joyboy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი:„საგზაო უსაფრთხოების წესები პრაქტიკულად ყველამ იცის, თუმცა რეალურ მომენტებში ამ წესებს სათანადო ყურადღება ხშირად არ ეთმობა. ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება ღრმა ადამიანური სიმართლე გვეპოვა ამ პრობლემასთან მიმართებით და ისეთი კრეატიული გადაწყვეტა მოგვეძებნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა. სწორედ ასე მივედით იმ სიტყვებამდე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეუბნებიან -„დამითმობს“, „დამინახავს“. რეალურად ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა სწორედ ამ სიტყვებით იწყება. კამპანიაში სიტყვები მხოლოდ ტექსტური ელემენტი არ არის - ისინი თავად იქცევიან იმ რისკის სიმბოლოდ, რომელსაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ქმნის“. ვიზუალებზე დამატებულია სტატისტიკაც, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ ეს შემთხვევები გამონაკლისს არ უშვებს და გზაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. კამპანიის ვიზუალური ნაწილი კონკრეტულ ფრაზებსა და მათ შედეგებს შორის კავშირს უსვამს ხაზს. მაგალითად, ერთ-ერთ გზავნილში გამოყენებულია სიტყვა „დამინახავს“, რომელსაც თან ახლავს შეტყობინება, რომ „ავტომობილის მართვისას მძღოლის ტვინი ინფორმაციის 50%-ს ვერ აღიქვამს“, ხოლო მთავარი მესიჯია - „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ“. კიდევ ერთი ვიზუალი სპეციალურად ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას „გამიძლებს“, რომელიც განსხვავებული კონცეფციით ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის „შინაგანი“ გაუმართაობა ქმნის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა ვიზუალებში გამოყენებული სიტყვებიც - „დამითმობს“, „გავძვრები“ და „გადავასწრებ“ - კონკრეტულ საგზაო რისკებსა და რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული. კამპანია „ვოლვო ქარ კავკასიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს - შვედური ბრენდის, რომლის ძირითადი ღირებულება უსაფრთხოებაა და ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:„მიუხედავად იმისა, რომ Volvo მუდმივად იკვლევს ავარიების გამომწვევ მიზეზებს და ყოველ ახალ მოდელში უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომლებიც კამერებისა და რადარის დახმარებით საფრთხის წინასწარ ამოცნობასა და შეჯახების პრევენციაზე მუშაობს, უსაფრთხოების მთავარი საფუძველი მაინც ადამიანის პასუხისმგებლობა რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რისკების შემცირება და კრიტიკულ მომენტებში დახმარება, თუმცა ვერცერთი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს მძღოლისა და ქვეითის გააზრებულ გადაწყვეტილებებს გზაზე. ამიტომაც უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ - ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა”.სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან. კამპანიის მხარდამჭერია საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი Shell-იც, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.„თეგეტა ჰოლდინგი“ 30 წელზე მეტია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდების პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. თუმცა კომპანიისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური გამართულობით არ შემოიფარგლება. „თეგეტაში“ მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ კომპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალური კამპანიითა და საგანმანათლებლო ინიციატივით ცდილობს. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მცდელობაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ გზაზე თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ლანა გალდავა

პოლიტიკა 1779099736

„ძლიერი საქართველო - ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია

ქვეყანა დღეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რასაც უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.გალდავას თქმით, ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.ლანა გალდავა ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.„საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა – 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები – პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ფაქტობრივად, შესუსტებულია. დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციასა და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

პენიტენციური სამსახური

სამართალი 1778847125

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება.„მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარ წარმოდგენებს ქმნის არსებული რეალობის შესახებ“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მანქანები

საზოგადოება 1778682328

ამერიკული მანქანების იმპორტი 8%-ით გაიაფდა - როგორია ერთი ერთეულის ღირებულება

საქართველოს ამერიკული მანქანების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2025 წლის იანვარ-მარტში აშშ-დან იმპორტირებული ერთი მსუბუქი მანქანა საშუალოდ 12 780 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 11 730 დოლარამდე შემცირდა. (შენიშვნა - მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ აშშ-ში 475.732 მლნ დოლარის ღირებულების 37 232 ერთეული მანქანა იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი 365.815 მლნ დოლარის 31 181 ერთეული.რაც შეეხება მთლიან იმპორტს, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 856.044 მლნ დოლარის 47 425 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი 632.249 მლნ დოლარის ღირებულების 40 182 ერთეული. შესაბამისად, ერთეულის ფასი 18 050 დოლარიდან 15 735 დოლარამდე, თითქმის 13%-ით შემცირდა. (ამ შემთხვევაშიც მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).წყარო

საქსტატი

საზოგადოება 1778658773

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა.​უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

ვალუტა

ფინანსები 1778486797

2026 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ თითქმის 630 მილიონი ლარი დახარჯეს - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 640.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ვიზიტების უმრავლესობა, 46.7 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.6 პროცენტი შეადგინა.უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 35.3 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 172.4 ათასი და 89.3 ათასი ვიზიტი.ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.7 ღამე) 1.4 პროცენტით მეტია. ვიზიტების 99.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 629.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და 1 267.7 ლარი შეადგინა.