ახალი წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება - ცნობილია ვინ რამდენი ლარით მეტს მიიღებს
1761423490
ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ბევრს უჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა შეცვალონ დედამიწაზე სიცოცხლე და როგორი იქნება კაცობრიობის უახლოესი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა აღიარებს ხელოვნური ინტელექტის უდიდეს პოტენციალს, აღტაცებას მისი შესაძლებლობების შესახებ ხშირად შიში ცვლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ამ ტექნოლოგიის ბნელ მხარეებსაც.
ამ თემაზე Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ისაუბრა. ინფორმაციას UNILAD-ი ავრცელებს.
მისი თქმით, იგი ინარჩუნებს ოპტიმიზმს და თვლის, რომ ცივილიზაცია დგას ტექნოლოგიების „ოქროს ხანის“ ზღვარზე.
ამავდროულად, კომპანია OpenAI, ატარებს კვლევას იმის გასარკვევად, თუ რომელი პროფესია შეიძლება გაქრეს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების შედეგად. შედეგების მიხედვით, 44 პროფესია მოხვდა ყველაზე მაღალი რისკის ზონაში, რადგან ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ღრმად აღწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბეზოსი დარწმუნებულია, რომ უახლოეს ათწლეულებში მილიონობით ადამიანი იცხოვრებს კოსმოსში:
„მომდევნო ორ ათწლეულში, როგორც ვფიქრობ, მილიონობით ადამიანი იცხოვრებს კოსმოსში. პროგრესი იმდენად სწრაფი იქნება, რომ ბევრი იქ საკუთარი ნებით წავა. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანების გაგზავნა მთვარეზე ან სხვა ციურ სხეულებზე სამუშაოდ, ამას გაცილებით უკეთ შეძლებენ რობოტები, რომლებიც უფრო ეფექტურები და იაფი იქნებიან,“ — აღნიშნა ბეზოსმა, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი უნარი აქვს გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრება.
ბეზოსის აზრით, ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ქმნიან სიუხვეს, და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, უფრო სიღრმისეულად, უფრო მასშტაბურად და, საბოლოოდ, საზოგადოების სასიკეთოდ.