ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 19.3 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა – 1.6 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში – 11.0 პროცენტი.
დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტების სფეროების პოზიციაზე დაფიქსირდა და 26.0 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა სპეციალისტი პროფესიონალების პოზიცია – 23.7 პროცენტით.
ცნობისთვის, გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან.