შსს-ს ფარული ვიდეოჩანაწერი, რის შედეგად 47 ნარკოდამნაშავე დააკავეს

შსს-ს ფარული ვიდეოჩანაწერი

სამართალდამცველების მიერ, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.