ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 16 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

ალექს, დე, მე შენი მჯერა და იცი, როგორი ძალაც ხარ ჩემი. უშენოდ ეს სამყარო არაფერია. ისევ უნდა გამისამდეთ, დე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.