„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18 545.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნოვით, ექსპორტი 5 151.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 393.7 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, 8 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4 პროცენტია.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 264.8 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 127.1 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 898.5 მლნ. აშშ დოლარით.