ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
სასამართლომ 18 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ვახო სანაიაც, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დავით გოგიჩაიშვილს, ლევან მარგიანს და გიორგი ყიასაშვილსაც. ნინო სვანიძეს 5-დღიანი, საბა ხომერიკს 8-დღიანი, ხოლო ლაშა ნაჭყებიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გელა გამყრელიძე და ვახტანგ მაჭავარიანი გათავისუფლდნენ.
18 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში შსს-მ 27 სამართალდამრღვევი მოქალაქის იდენტიფიცირება განახორციელა, მათგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 ადამიანი დააკავეს, 13-ის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.