ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოსდა მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს.
ტრამპი აცხადებს, რომ ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და დონბასი უნდა „გაიყოს“.
„ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა. ახლა დონბასი უკვე დაყოფილია. მე ვფიქრობ 78%-ი უკვე დაკავებული აქვს რუსეთს“,- უთხრა ჟურნალისტებს ბორტ ნომერ ერთზე ყოფნისას.
„მოგვიანებით ისინი შეძლებენ რამეზე მოლაპარაკებას ერთმანეთში. მაგრამ ახლა ორივე მხარე უნდა გაჩერდეს ფრონტის ხაზზე – და წავიდნენ სახლებში, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, შეწყვიტონ ადამიანების მკვლელობა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ლიდერმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი უკრაინას „გაანადგურებს“. ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.