1760793040
როგორ გაძარცვეს ლუვრი - ვრცელდება ვიდეომასალა

ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეებმა მუზეუმიდან 9 ნივთი გაიტანეს, მათ შორის, საფრანგეთის იმპერატორების კუთვნილი სამკაულებისა და ჭურჭლის კომპლექტები, ასევე - გვირგვინი.
წაღებული ექსპონატების ოფიციალური სია და საერთო ღირებულება კვლავ არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ დანაშაული, გუშინ, ადგილობრივი დროით, 09:30 საათზე, მუზეუმის გახსნიდან მალევე მოხდა.
"ლე პარიზიენი" წერს, რომ ეჭვმიტანილები მუზეუმის შენობასთან მდინარე სენადან ორი სკუტერით მივიდნენ. ზედა სართულზე ასასვლელად, მექანიკური კიბე გამოიყენეს, ჩაამტვრიეს ფანჯარა და "აპოლონის"გალერეაში შევიდნენ.
"ლუვრში ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ვაფასებთ, რადგან ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, ნამუშევრებს დავიბრუნებთ და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან," - წერს სოციალურ ქსელში მანუელ მაკრონი.