სარჩელი „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა

bj

 საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას გადაიგზავნება. გაირკვევა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსაშორებელ პირთა სიაც. სარჩელს საფუძვლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული.

„გამზადებულია საკონსტიტუციო სარჩელი. უახლოეს დღეებში შევიტანთ მას საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც აიკრძალება ის პარტიები და ის ადამიანები, რომლებიც აფილირებულები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან საქართველოს მოსახლეობას სურდა, რომ ეს პარტია აკრძალულიყო, ვინაიდან ახსოვთ მათ მიერ ნაკეთები საქმეები, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.