„ენგურჰესი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1760963648
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
ყურადღება გამახვილდარეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.განსახილველ საკითხებს შორის იყო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.