ჟან ნოელ ბარო: ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ და ამ მისწრაფებას პატივი სცენ, ამ სულისკვეთებით მივმართავთ საქართველოს მთავრობას

ჟან ნოელ ბარო

ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჟან ნოელ ბაროს თქმით, მათი სურვილია, ამ მისწრაფებას პატივი სცენ.

„საქართველოს საკითხზე დღეს გავმართავთ დისკუსიას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ, ჩვენ გვინდა, რომ ამ მისწრაფებას პატივი სცენ. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ განვიხილავთ და მივმართავთ საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა ჟან ნოელ ბარომ.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც, თბილისის დროით, 16:45 საათზეა ჩანიშნული.