საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18 545.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 151.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 393.6 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 8 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4 პროცენტია.