არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ყავა მართლაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს ხანგრძლივ სიცოცხლეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დილით მივიღებთ.
ასეთი დასკვნა გააკეთეს ტულეინის უნივერსიტეტისა და აშშ-ის გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა, — წერს გამოცემა YourTango.
კვლევა, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა Oxford University Press-ის გამოცემაში, მოიცავდა 40 725 მონაწილეს. ათწლიანი დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ყავას, უფრო იშვიათად იღუპებოდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო და ზოგადად ჰქონდათ დაბალი სიკვდილიანობა.
თუმცა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ყავის დალევის დრო. მკვლევართა თქმით, ყავის სმა დღის მეორე ნახევარში, საღამოს ან მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ ამცირებს სასარგებლო ეფექტს, არამედ ზოგ შემთხვევაში საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.
მეცნიერებმა დააფიქსირეს მკაფიო ტენდენცია:
ვინც ყავას მხოლოდ დილით სვამდა, მათ
16%-ით ნაკლები ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკი და 31%-ით დაბალი საერთო სიკვდილიანობა.
ეს შედეგები შენარჩუნდა მაშინაც კი, როცა გაითვალისწინეს სხვა ცხოვრებისეული ფაქტორები, დალეული ყავის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია დრო.
კვლევის ავტორის, დოქტორ ლუ ქვის თქმით, შედეგები შეესაბამება სხვა კვლევებსაც, რომლებმაც აჩვენეს, რომ ყავა არა მხოლოდ არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, არამედ შეიძლება დაიცვას ორგანიზმი ისეთი მდგომარეობებისგან, როგორიცაა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
რატომ არის დრო ასე მნიშვნელოვანი?
მეცნიერების განმარტებით, ყავა დღის განმავლობაში ან საღამოს მიღებისას არღვევს ცირკადულ რიტმებს და ჰორმონალურ ბალანსს.
ლუ ქვის ჰიპოთეზით, თუ ყავას დილით შემდეგ ვსვამთ, კოფეინი ერევა ორგანიზმის ბუნებრივ ბიორიტმებში და აქვეითებს მელატონინის დონეს — ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ძილს.
მელატონინის დაბალი დონე და ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა დაკავშირებულია ჟანგვითი სტრესის, მაღალი არტერიული წნევისა და ანთებითი პროცესების ზრდასთან — რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია.
„ეს არის პირველი კვლევა, რომელიც სწავლობს ყავის მიღების დროისა და ჯანმრთელობაზე მისი გავლენის ურთიერთკავშირს. ჩვეულებრივ, ჩვენ რჩევებს არ ვაძლევთ ყავის მიღების დროის შესახებ, მაგრამ, შესაძლოა, მომავალში ამაზე დაფიქრებაც ღირდეს,“ — აღნიშნა დოქტორმა ქვიმ.