თერჯოლაში 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა
1761389708
4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 7 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას 5 ათასი ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილს, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძეს 3-3 ათასი ლარი დაეკისრათ.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.