1733824994
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ - მედია მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს
უკრაინელი მომღერალი, ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი, კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ. წყვილის დაშორების შესახებ, ამბავი ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ თვეში გავრცელდა.
როგორც მედიაში წერენ, წყვილი ომის შესახებ განსხვავებული პოზიციების გამო დაშორდა.
გავრცელებული ცნობით, ბრეჟნევა რუსეთის ქმედებებს არ ამართლებს და ის პოლონეთშიც კი წავიდა ლტოლვილების დასახმარებლად, მელაძე კი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, არც ბრეჟნევას და არც მელაძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.