,,...რომ ვიამაყოთ ნუცათი, როგორც ვამაყობთ ხვიჩა კვარაცხელიათი..." - ნახეთ, როგორ უნდა მივცეთ ხმა ნუცა ბუზალაძეს

ნუცა ბუზალაძე

„ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ყველას მოუწოდებს, ნუცა ბუზალაძეს დაეხმაროს, რათა მან მაქსიმალურად ბევრი ტური გაიაროს American Idol-ის კონკურსის ფინალისკენ.

"ყურადღება... ყურადღება... ყურადღება... გთხოვთ ეს პოსტი მაქსიმალურად ყველამ გადააშეაროთ. 
მეგობრებო, ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას და თანადგომას, რათა ერთად დავეხმაროთ ჩვენს უნიჭიერეს და მაგარ გოგოს - ნუცა ბუზალაძეს მაქსიმალურად ბევრი ტური გაიაროს American Idol-ის კონკურსის ფინალისკენ - სატელევიზიო კონკურსის ლაივ ტურებში, სადაც 15 000 კონკურსანტიდან გადარჩეული და პროექტში დარჩენილი 24 მონაწილისგან, ნუცას გარდა, ყველა სხვა მონაწილე აშშ-ს მოქალაქეა.

არ ჩამოვყვები იმის ახსნას, თუ რატომაა უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და მისი პოპულარიზაციისათვის, რომ ნუცა რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ამ კონკურსში, არც ამის ახსნას შევუდგები, რომ ნუცას ეს მიღწევა ფანტასტიკის სფეროდანაა, მით უფრო რომ მან აღნიშნული კონკურსის ამ ეტაპზე გაღწევა აბსოლუტურად მარტომ, გარეშე დახმარების გარეშე შეძლო და რომ ჟიურის წევრები და დამსწრე აუდიტორია არაერთხელ სასიამოვნოდ გააოცა და დააყენა ფეხზე.

ნუცამ უკვე დაწერა ისტორია და ქართველი მუსიკოსებიდან პირველია, რომელმაც გიგანტური მასშტაბის ამერიკულ ტელეშოუში გასვლა შეძლო , მაგრამ წარმატების შემთხვევაში მას ექნება შანსი კიდევ უფრო ბევრს მიაღწიოს - დიდი ალბათობით შესაძლებელია რომელიმე მეიჯორმა რექორდ ლეიბლმა მას გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს.

ეს რეალურად შეიძლება მოხდეს, მით უფრო, რომ რაც მე ნუცას კონკურენტი კონკურსანტების გამოსვლები ვიხილე (და დარწმუნებული ვარ თქვენც ნახეთ), ვოკალური მონაცემებით, სასცენო ფრეზენსით, ქორეოგრაფიით, ქარიზმით, გარეგნობით და ბევრი სხვა მონაცემით, ნუცა ბევრ ფინალისტს არამცთუ არ ჩამოუვარდება, არამედ აშკარად ჯობია.

მე, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ თქვენც, პირველ რიგში მინდა რომ ნუცა არ დაიჩაგროს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავწერო, რომ American Idol, ისევე როგორც სხვა სატელევიზიო ტალანტ-შოუები, უკიდურესად სუბიექტურ შეჯიბრს წარმოადგენს, სადაც ჟიურის წევრების სუბიექტივიზმის გარდა (რაც ახსნადი და ლოგიკურიცაა) უმთავრეს როლს თამაშობს მაყურებელთა განწყობა, სიმპათიები, გემოვნება და სუბიექტივიზმი. რამდენ ხანს დარჩება ნუცა American Idol-ში, ეს სრულადაა დამოკიდებული მაყურებელთა მხრიდან მიღებულ ხმებზე, კონკრეტულად კი ამერიკაში მცხოვრები ქართველების ხმებზე.

აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ამერიკაში და კერძოდ აშშ-ში, პუერტო-რიკოში და ვირჯინიის კუნძულებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს (მათ შორის ბევრი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია) მაქსიმალურად აღმოუჩნონ დახმარება ნუცას. თითო გულშემატკივარს ყოველ ცალკე აღებულ ტურში, აქვს დრო 10 საათის განმავლობაში, სამი სხვადასხვა გზით მაქსიმუმ 30 ხმა მისცეს ნუცას. ამერიკაში რამოდენიმე ათეულობით ათასი ქართველი ცხოვროვრობს და ყველა მათგანს აქვს შანსი ისევე იამაყონ ნუცათი ამერიკაში, როგორც იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ამაყობენ ხვიჩა კვარაცხელიათი.

დარწმუნებული ვარ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ნუცას მხარდასაჭერად. ქვევით მაქვს მაქსიმალურად გასაგებად მოცემული ინფორმაცია, თუ რა გზებით, რომელ პერიოდში და რა ოდენობით შეეძლებათ გულშემატკივრებს ნუცასთვის ხმების მიცემა. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი ლაივ ტური ამერიკის აღმოსავლეთ სანამიროს დროით ორშაბათს, 17 აპრილს, 20:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით სამშაბათს, 18 აპრილს, დილის 4:00 საათზე გაიმართება და მაყურებლებს ამ დროიდან მოყოლებული 10 საათის მანძილზე შეეძლებათ ნუცასთვის ხმის მიცემა. ხმის მიცემა უფასოა.
You Go Girl Nutsa Buzaladze.

რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:
1️⃣ ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
2️⃣ ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით American Idol app
 📱 აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის:

https://apps.apple.com/us/app/american-idol-watch-and-vote/id1346914815

📱 აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის:

https://play.google.com/store/apps/details?id=com.abcdigital.abc.americanidol&hl=en_US


3️⃣ ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ:

https://idolmobileterms.votenow.tv/

ტექსტური შეტყობინებით ხმის მიცემისთვის, უბრალოდ სმს გაგზავნეთ ნუცას ნომერზე, რომელიც მას როგორც კონკურსანტს ორშაბათს, 17 აპრილს, 
საქართველოს დროით 14:00, პირველი ლაივ ტურის დაწყებამდე 20 საათით ადრე მიენიჭება და მყისიერად გაცნობებთ.

რა პერიოდში შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მიცემა American Idol-ის კონკურსანტებისათვის უფასოა და ხმის მიცემის დროის მონაკვეთი ყოველ საკონკურსო კვირას იწყება და მთავრდება კონკრეტულ საათებზე. პირველ ლაივ ტურში ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ამერიკის დროით ორშაბათს, 17 აპრილს (საქართველოს დროით სამშაბათს, 18 აპრილს), გადაცემების ტრანსლაციის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში.

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს 20:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 20:00-დან, 18 აპრილის დილის 6:00-მდე.
 ამერიკის დასავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს 17:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 17:00-დან, 18 აპრილის ღამის 3:00-მდე.
🕐 საქართველოს დროით ტრანსლაციის ნახვა პირდაპირ რეჟიმში შესაძლებელი იქნება https://www.hulu.com/welcome -ზე (ფასიანია)  17 აპრილის  დილის 4:00 საათიდან და ამერიკაში ხმის მიცემის პერიოდი საქართველოს დროით 18 აპრილის 4:00-დან 18 აპრილის 14:00-მდე. 
სწორად ამ დროის მონაკვეთში მაყურებლების მიერ მიცემული ხმებით ხდება კონკურსანტების გადარჩევა ყოველ ტურში. ვინც მაყურებლების მხრიდან ყველაზე მეტ ხმებს მოაგროვებს , ის კონკურსანტი გააგრძელებს შეჯიბრს მომდევნო ტურში, ხოლო ვინც ყველაზე ნაკლებს, ის ტოვებს კონკურსს. შემდგომში პერიოდულად American Idol აპის და ვებსაიტის მეშვეობით გადაამოწმეთ ხოლმე,  რათა გაიგოთ - ზუსტად როდის იწყება და როდის მთავრდება ხმის მიცემა ყოველ ტურზე.

🔴 რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში?

თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.

📣მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით):

https://idolvote.abc.com/

📣მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით American Idol app

 📱 აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის:

https://apps.apple.com/us/app/american-idol-watch-and-vote/id1346914815 

📱 აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის:

https://play.google.com/store/apps/details?id=com.abcdigital.abc.americanidol&hl=en_US

📣მაქსიმუმ 10 ხმა - სმს-ების საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ:

https://idolmobileterms.votenow.tv/

ტექსტური შეტყობინებით ხმების მისაცემად, უბრალოდ სმს გაგზავნეთ ნუცას ნომერზე, რომელიც მას როგორც კონკურსანტს ორშაბათს, 17 აპრილს, საქართველოს დროით 14:00 პირველი ლაივ ტურის დაწყებამდე 20 საათით ადრე მიენიჭება და მყისიერად გაცნობებთ.  ყოველ ჯერზე, როდესაც ნუცას მისცემთ ხოლმე თქვენს ხმებს, ხმის მიცემის ფანჯრის დახურვამდე უბრალოდ დარწმუნდით, რომ  დააჭირეთ ღილაკს "შენახვა"- წერს ზაზა შენგელია.