Iron Maiden-ის პირველი ვოკალისტი პოლ მარიო დეი გარდაიცვალა

პოლ მარიო დეი

ჰევი-მეტალ ჯგუფის Iron Maiden პირველი ვოკალისტი პოლ მარიო დეი 69 წლისა გარდაიცვალა. მომღერალს კიბო ჰქონდა.

დეი Iron Maiden-ში 1975-1976 წლებში მღეროდა. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა ჯგუფებში More, Wildfire, Defaced და Crimzon Lake. ითვლება რომ მან ბრიტანული ჰევი მეტალის ახალი ტალღის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.