თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - 46 წლის კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
1754029980
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა კომენტარი გააკეთა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა.
დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა; ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ თავიანთი ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.
განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე – საუბარი იმათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა: რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაცვა იმის გამო, რომ ის რაიმე პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული.
ასევე ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად. მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის ვერ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს.
ალბათ, უკვე უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.