,,ჰარმონია გულისხმობს ყველა ამ კომპონენტს ერთად..." - ირმა სოხაძე მეუღლესთან 48-წლიან თანაცხოვრებაზე

ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი 48 წელია ცოლ-ქმრის სტატუსს პატივისცემით ატარებენ.

მომღერალი ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ჰარმონიული თანაცხოვრების რეცეპტზე საუბრობს.

"ყველა ეტაპზე სხვადასხვა მიზეზია განმსაზღვრელი იმისა, რამდენად კარგად და კომფორტულად ხარ შენს მეუღლესთან. 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობა ბევრად საინტერესოა, თუ იმ ქარტეხილებს გაუძელი რაც ამ 20 წელიწადს აუცილებლად თან ახლავს, მაგრამ ეს ყველაფერი ქარწყლდება როცა გიყვარს და უყვარხარ და თანდათან გადადის იმ გრძნობაში, რასაც არა შეყვარებულობა, არამედ სიყვარული, ნდობა და მეგობრობა ჰქვია. ჰარმონია გულისხმობს ყველა ამ კომპონენტს ერთად. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ყველაზე კარგი პერიოდია, როცა შვილები თავის გზაზე არიან. როცა შენი ოჯახის წევრები კარგად არიან, ყველას უყვარხარ და გიყვარს ყველა - არც კარიერა, არაფერი არაა ამის ფასი".