VIDEO: „მგლის ქონი ჰქონდა წასმული და ვიღაც ჯოჯოს გაეკიდა“ - რა ამბავს იხსენებს ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე

არსებობს თუ არა ჯადო? - ამ საკითხზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმთაიმში“ მსჯელობენ.

„ფანტასტიკური ოჯახი ჰქონდა ამ ქალბატონს. გადასარევი მეუღლე. უცებ, ეს მეუღლე წავიდა. მიდიოდ-მოდიოდა, ქალბატონთან, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო...  ცოლი არაფრით დანებდა ამ ამბავს. ქმარი უყვარდა. ამ ქალს უთხრეს, რომ მის მეუღლეს ჯადო ჰქონდა გაკეთებული. თავზე მგლის ქონში შეზავებული რაღაც აქვსო წასმული,“ - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.