ფოტო: როგორ გამოიყურებოდა ჩვენებაზე დემნა გვასალიას დედა

დემნა

დემნა გვასალიას გუშინდელ ჩვენებაზე მასთან დედაც იმყოფებოდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

დემნას ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში, 1981 წლის 25 მარტს ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში დაიბადა.

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა ბალენსიაგას შოუ ამაღელვებელი სიტყვებით გახსნა, რომელიც ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თარგმნა.

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა.ვფიქრობდი ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ ამეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთვხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები.“ - თქვა დემნამ.

მისი გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ მიმართვა აფხაზეთს უკავშირდება.