წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
„სეიშენის“ წევრი ლაშა აბზიანიძე ბოლო წლებში საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩანს. მის ცხოვრებაში ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომლის შესახებ მან "თბილისელებთან" ისაუბრა.
გამოცემასთან საუბრისას ლაშამ გაიხსენა რამდენიმე თვის წინ, მის ცხოვრებაში არსებული მძიმე პერიოდი, რა დროსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
- რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ფაქტობრივად, გარდავიცვალე და უფლის ნებით, ამქვეყნად დავბრუნდი. სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი. ალბათ, უფლის ნება ასეთი იყო და მაინც გადავრჩი. ოპერაციის დროს გულს აჩერებენ, მერე კი ისევ ამუშავებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღარ ამუშავდა. ასე გრძელდებოდა სამი საათი. გადარჩენის შემდეგ იყო საშიშროება, რომ შეიძლება, ხეიბარი დავრჩენილიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ სერიოზული ამბავი გამოვიარე. აორტის სარქვლის პროთეზირება მოხდა. ისეთი მდგომარეობა მქონდა, არავის ეგონა, თუ „გამოვძვრებოდი“, ექიმსაც კი. ლევან ქარაზანიშვილმა გამიკეთა ეს ოპერაცია და მადლობა უფალს, დავბრუნდი ამ სამყაროში. რომ არა იღბალი და ღვთის ნება, ეს არ მოხდებოდა. ოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა და დასასრულისკენ მოხდა ეს ამბავი. მთელი მედპერსონალი ჩაერთო და სასწაული მოხდა. მერე ერთი თვე საავადმყოფოში ვიყავი და ამ პერიოდშიც იმდენი რამ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე ავეწყობოდი (იცინის). რაც არ უნდა იყოს, ჩათვალეთ, სამი საათი ორგანიზმში ყველაფერი მკვდარი იყო და მერე ყველაფერი ხელახლა ამუშავდა. ორგანოებს დიდი ყურადღება სჭირდებოდა.
ეს დიაგნოზი შარშან დამისვეს. მოსკოვში ყოფნისას ინფარქტი მომივიდა და მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი. ჩამოვედი საქართველოში და გავიკეთე.
– ახლა როგორ ხართ?
– არაჩვეულებრივად. მკურნალობის ქვეშ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. ამიტომაც ვამბობ, იღბლიანი ვარ, აბა, რა ვარ?! სიმართლე გითხრათ, იმდენად არ ელოდნენ ჩემს გადარჩენას, რომ ყველამ გამომიტირა. იცოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. დედაჩემს მკვდარი ანახეს ჩემი თავი. მხოლოდ უფლის იმედი იყო. ქირურგმაც პირდაპირ უთხრა მეუღლეს და დედაჩემს, ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, უფალიაო.