„დიდი გამოწვევა გველოდება!“ - რა ეტაპები უნდა გაიაროს ნუცამ ფინალამდე

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ის ჟიურის რჩეული გახდა. 

შემდეგი ტური 30 აპრილს გაიმართება, სადაც ტოპ 10 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება

7 მაისს - ტოპ 10-დან ტოპ 7 შეირჩევა. 

14 მაისს - გამოვლინდება ტოპ 5. 

American Idol-ის ფინალი 21 მაისს გაიმართება. 

ნუცა მომდევნო ტურებში რომ გავიდეს ამერიკელების კეთილგანწყობის მიმხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება.

„ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოვხატოთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დაეხმარა ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე ტვირთად და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამთ…ამის გამოსწორება მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება…“,- მიმართვას ავრცელებს ზაზა შენგელია.