სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.
„იარე ნელა!!!!
ავტობუსის მძღოლი გახდა ცუდად, საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ესაა წინასწარი ინფორმაცია. დაშავებულები საბედნიეროდ არ არიან. სანზონა, ე.წ. "დომბიტა",- წერს თვითმხილველი.